
"სახელმწიფო პენსიის სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ კანონში" ცვლილებები შედის, რომლის თანახმადაც ქვეყნის მთლიანობისთვის დაღუპული ჯარისკაცის ოჯახის წევრები 2014 წელს პენსიის სახით ყოველთვიურად 500 ლარს მიიღებენ:
"ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ოჯახის წევრებს 2014 წლიდან დაენიშნებათ ყოველთვიურად 500 ლარი, ხოლო 2015 წლიდან ეს თანხა 1000 ლარამდე გაიზრდება. ეს შეეხება ყველა იმ გარდაცვლილ გმირ ჯარისკაცს, რომელმაც თავი შესწირა საქართველოს დამოუკიდებლობას. გარდა ამისა, სამშვიდობო მისიების დროს დაღუპულთა ოჯახის წევრები 100 ათასი ლარის ოდენობით ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ. 2014 წლის ბიუჯეტში ამისთვის 24 მილიონი ლარია გათვალისწინებული და დახმარებას შესაბამისად, 2500 ოჯახი მიიღებს", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.