-
2014-06-04 23:31
თბილისში ამ წყვილების სიყვარულსა და ურთიერთობაზე, თავის დროზე არაერთი ჭორი და მითქმა-მოთქმა გავრცელდა. თუმცა საბოლოოდ ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და დღეს მათ ბედნიერი ოჯახები აქვთ.
ნინო ქორიძე და თორნიკე გოგრიჭიანი
სამეფო კარის კანცლერის, კახა ქორიძის ქალიშვილმა, ნინო ქორიძემ რამდენიმე წლის წინ მსახიობ თორნიკე გოგრიჭიანზე იქორწინა. მაშინ თორნიკე 24 წლის იყო, ნინო 37-ის. ცოტა ხნის წინ მათ ქალიშვილიც შეეძინათ.
ნინოსთვის თორნიკე მესამე ქმარია. მისი პირველი მეუღლე დავით კვირიკაძე იყო, რომელზეც 16 წლის ასაკში გათხოვდა. მასთან ჰყავს შვილი ირაკლი კვირიკაძე, რომელიც ინგლისში სწავლობს. 21 წლის ასაკში ნინო კოტე გოგელიას გაჰყვა ცოლად, თუმცა მათი ოჯახი მალევე დაინგრა.
ვასო ფხაკაძე და ლიკა მეტრეველი
ვასო ფხაკაძემ სულ ცოტა ხნის წინ 21 წლის ლიკა მეტრეველზე იქორწინა. 16 წლით უმცროსი მეუღლე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია და სამოდელო საქმიანობით არის დაკავებული. ვასომ და ლიკამ ერთმანეთი 2012 წელს „მის საქართველოზე“ გაიცნეს.
გია ბაღაშვილი და თამუნა ტაბატაძე
გია ბაღაშვილმა რამდენიმე წლის წინ 18 წლის თამუნა ტაბატაძეზე იქორწინა. მათ შორის 19-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა, მაგრამ ამას მათი სიყვარულისთვის ხელი არ შეუშლია.
დავით საგანელიძე და სოფო ფარცხალაძე
უმრავლესობის ლიდერმა ოჯახი 50 წლის ასაკში შექმნა და 30 წლით უმცროს სოფო ფარცხალაძეზე იქორწინა. „სიყვარულს ასაკი არ აქვს. ვისი განკითხვის ობიექტიც ვარ, მობრძანდეს ჩემთან ოჯახში“, - განაცხადა დავით საგანელიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში.
ხათუნა ჟორდანია და ზურა ხაჩიძე
რამდენიმე წლის წინ ზურა ხაჩიძის და ხათუნა ჟორდანიას ქორწილის შესახებ მთელი თბილისი ლაპარაკობდა. წყვილმა ერთმანეთი ნინი ქარსელაძის სიმღერის ჩაწერის დროს გაიცნო. მათი სიყვარულის გარშემო უამრავი ჭორი და ბოროტი ხმები ტრიალებდა. განსაკუთრებულ ქარცეცხლში წყვილს ასაკობრივი სხვაობის გამო ატარებდნენ.


http://presa.ge