-
2014-11-11 10:12
საქართველოს თავდაცვისა და შსს-ს ყოფილი მინისტრი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ბაჩო ახალაია საგანგებო განცხადებაში 15 ნოემბერს დაგეგმილ აქციას ეხმიანება და მის მნიშვნელობაზე წერს.
"15 ნოემბრისთვის, საქართველოს ყველა პატრიოტს
მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ ეს არის დღე, როცა ყველა პატრიოტი ერთად უნდა დადგეს, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა. ეს არის მომენტი, როცა ჩვენი სიდუხჭირე თუ სხვა უმწვავესი პრობლემებიც კი უნდა დავივიწყოთ თუნდაც ერთი დღით, რათა ყველამ ერთად მივაწვდინოთ ცივილიზებულ სამყაროს ჩვენი მშვიდობიანი და სამართლიანი ხმა იმ ბოროტების შესახებ, რასაც რუსეთი აკეთებს დღეს ან ხვალ აპირებს.
სამწუხაროდ, მე ვერ მექნება პატივი მონაწილეობა მივიღო ამ მოვლენაში, მაგრამ იქ ნამდვილად იქნება მთელი ჩემი ოჯახი, მათ შორის ჩემი პატარა გოგონა 2 წლის კესო, რადგან აფხაზეთის ანექსია ჩვენ ყველას გვეხება, თითოეული ჩვენთაგანის ოჯახს, ნებისმიერი თაობის და ასაკის წარმომადგენელს.
ეს ნამდვილად ის შემთხვევაა, როცა ჩვენი მშვიდობიანი და სამართლიანი ხმის ძალა ჩვენს ერთობაშია."
