გალის რაიონის სოფელ თაგილონში, საკუთარი სახლის ჭიშკართან დატოვებული, სასტიკად ნაცემი 55 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
დაახლოებით ოთხი დღის წინ ემზერ ეთერია სახლიდან გაიტაცეს, ოჯახის წევრებს კი გამოსასყიდის სახით 50 000 დოლარი მოსთხოვეს. მას შემდეგ, რაც გამტაცებლებს 9.000 ლარი მიაწოდეს, მათ სასტიკად ნაწამები მამაკაცი სახლთან დატოვეს, თვითონ კი მიიმალნენ.
ოჯახის წევრებმა ეთერია სასწრაფოდ გადაიყვანეს ზუგდიდში, წმინდა ლუკას სახელობის ჰოსპიტალში, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.