-
2014-10-29 23:17
ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას პასუხობენ.
როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტელევიზიის სიუჟეტიდან ჩანს, როგორც საქართველოს პრეზიდენტის, ასევე პრემიერმინისტრის ინიციატივებს ინტეგრაციის შესახებ ოსი პოლიტიკოსები და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფითად ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ "პრეზიდენტიც და პრემიერიც სხვა განზომილებაში ცხოვრობენ". მათივე თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა უკვე 25 წელზე მეტია, დამოუკიდებელია და საქართველოსთან მხოლოდ ურთიერთმეზობლურ, ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობად განიხილავს.