რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. შემთხვევა გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება.
დაკავებული 37 წლის მამაკაცია. ოჯახის წევრების გადმოცემით, იმედა ბერიანიძე მინდორში საქონელს მწყემსავდა. დაკავებულის ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია, თუმცა ოჯახის ინფორმაციით, იგი უკვე მესამე დღეა, ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავთ მოთავსებული.