მექსიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე დომინოში, მასპინძელი გუნდის გარდა, ყველა მონაწილემ უარი თქვა გახსნის რიტუალში საკუთარი ქვეყნის დროშითა და ჰიმნით გამოსვლაზე. აფხაზური ტელევიზიის ცნობით, ეს იმით იყო განპირობებული, რომ აფხაზეთიდან ჩასულ გუნდს არ ეძლეოდა უფლება საკუთარი ქვეყნის დროშით გამოსულიყო და დანარჩენმა მონაწილეებმა ამ ჟესტით სოლიდარობა გამოუცხადეს.