-
2014-09-09 00:24
ყაზახმა დიზაინერმა ნურლან ტურეხანოვმა ცნობილი გერმანელი პასტორის მარტინ ნიმელერის სიტყვების პრიფრაზის გამოყენებით რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ახალი პლაკატი შექმნა, სადაც საქართველოც მოიხსენია.
„როცა ისინი მივიდნენ მოლდაველებზე, მე ვდუმდი - არ ვიყავი მოლდაველი.
როცა ისინი მივიდნენ ქართველებთან, მე ვდუმდი - არ ვიყავი ქართველი.
როცა ისინი მივიდნენ უკრაინელებთან, მე ისევ ვდუმდი - უკრაინელი არ ვიყავი.
როცა ისინი ჩემზე წამოვლენ - უკვე არავინ იქნება დარჩენილი, ვინც ჩემს გვერდით დადგება“, - დაწერა მან პლაკატზე.
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის თემა მოულოდნელად აქტუალური გახდა „სელიგერ-2014“-ის ახალგაზრდულ ფორუმზე, სადაც პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ათჯერ დიდია თავის მოკავშირეზე, ხოლო შუა აზიის ამ ქვეყანას არასდროს გააჩნდა სახელმწიფოებრიობა.
