-
2014-07-17 07:21
იასაული ვლადიმირ კოსტიონოვი ლუგანსკთან მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაიღუპა, როცა უკრაინის სამთავრობო ძალებს შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევდა სეპარატისტებთან ერთად.
მისი დაღუპვის შესახებ გამოცემა „კავპოლიტ.კომ“ იუწყება და დაკრძალვის ცერემონიის ამსახველ ფოტოებსაც აქვეყნებს. იასაული კოსტიონოვი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგაც იბრძოდა. მის შესახებ მოგონებებში, რომელიც 2008 წლის აგვისტოთია დათარიღებული, არის ასეთი ჩანაწერი:
„ხეთაგუროვოს დასახლებაში ქართული ბლოკ-პოსტი იყო. ჩვენმა მებრძოლებმა ის აიღეს და მაშინვე მოინდომეს იქ გამაგრება. ვალოდიამ ბრძანება გასცა, დაეტოვებინათ იქ ქართული დროშა და ტყეში შესულიყვნენ. ოდნავ მოშორებით ქართულმა კოლონამ ჩაიარა, ქართული დროშა დაინახეს და ბლოკ-პოსტს არ მოერიდნენ, დაახლოებით 50 კაცი იქნებოდა. ჩვენმა ბიჭებმა ეს კოლონაც გაანადგურეს“.
რაც შეეხება 2014 წლის ივლისს, მისი თანამებრძოლები ჰყვებიან:
„ისინი მოხალისეთა თავდაცვის ბლოკ-პოსტს უახლოვდებოდნენ, ქალაქის გასასვლელთან. იქ კი უკრაინელი დივერსანტები, რომლებიც მოხალისეების ფორმაში იყვნენ გადაცმული, ჩასაფრდნენ და როცა ჯავშანმანმანქანა მათ გაუსწორდა, ტყვიამფრქვევებიდან ცეცხლი გახსნეს. ექვსი ადამიანი მოგვიკლეს, მათ შორის, ვალოდიაც...“.