-
2014-07-11 12:55
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში სრული განუკითხაობაა: აფხაზეთის ის ქალაქები, რომლებიც სილამაზის ეტალონად იყო მიჩნეული, უმეტესწილად, ნაგავსაყრელად იქცა.
მაგალითად, კრიტიკული სიტუაციაა ბიჭვინთაში, ულამაზესი ტბის სანაპიროზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც არსებული აუტანელი სიბინძურის შესახებ თავად აფხაზი ახალგაზრდები და ჟურნალისტები წერენ. იქმნება სპეციალური ჯგუფები და გვერდები სხვადასხვა სოციალურ ქსელში, სადაც ისინი ხელისუფლებას მკაცრი ზომების გატარებისკენ მოუწოდებენ.
ბიჭვინთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, აფხაზური ფორუმების მომხმარებელთა მიერ ატვირთული ფოტოების თანახმად, ნაგავსაყრელია გახსნილი, საიდანაც ჯართისა და ფერადი ლითონების უკანონოდ მომპოვებლები ხეირობენ. ფორუმელები ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან მათ გარიგებაზეც მიანიშნებენ.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26