![Image](/images/thumbs/9715d04413f296eaf3c30c47cec3daa6_fulltext.jpg)
ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად აღიარა ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.
ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, სააგენტო „რეს“-მა გაავრცელა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა გამართოს მოლაპარაკებები ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობის დაწყებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ გული შეგვტკივა ლუგანსკის რესპუბლიკის მოსახლეობაზე და ყველაფერს გავაკეთებთ მათ დასახმარებლად“- განაცხადა თიბილოვმა სააგენტო „იტარ-ტასთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობამ, ოფიციალური დოკუმენტები დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით 13 ადრესატს, მათ შორის, თვითაღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთსაც 11 ივნისს გაუგზავნა.