პირველად ბოლო წლების განმავლობაში, დღეს ბათუმში, თბილისსა და რუსთავში ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის დღე აღინიშნება.
როგორც „საქართველოში მცხოვრები რუსი თანამემამულეების კავშირის“ პრეზიდენტი ვალერი სვარჩუკი „ინტერფაქსთან“ საუბრისას ამბობს, საქართველოს სამ ქალაქში რუსეთის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართება:
„რუსეთის დღეს ჩვენ ყოველწლიურად აღვნიშნავთ, რადგან ეს ჩვენი, ჩვენი ქვეყნის დღესასწაულია, წელს კი მოხარულები ვართ, რომ საინტერესო პროგრამის შედგენა შევძელით“.
სვარჩუკის თქმით, ბათუმში უკვე ჩაფრინდა ანსამბლი პეტროზავოდსკიდან, რომელიც კონცერტს გამართავს. ბათუმშივე გაიმაღტება კონცერტი სანკტ-პეტერბურგელი მომღერლის მონაწილეობით.
საზეიმო ღონისძიებები დაგეგმილია რუსთავშიც, სადაც გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში გამოვლენ რუსული სიმღერების ანსამბლი „კატიუშა“ და პოეზიის პოეზიის თეატრი „კრედო“.
თბილისის, ბათუმისა და რუსთავის გარდა საქართველოს მასშტაბით რუსეთის დღე, დამატებით, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ქალაქებშიც აღინიშნება.