ქართველმა პოლიციელმა პატაკი დაწერა, ენგური გადალახა და აფხაზურ კონტრდაზვერვას ჩაბარდა?

Image

„აფხაზეთის ხმისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი ზუგდიდში მომხდარი ფაქტის შესახებ: ქართველმა პოლიციელმა რამდენიმე დღის წინ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ პატაკი დაწერა და აფხაზეთის დე ფაქტო კონტრდაზვერვას ჩაბარდა.

 

ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ ზუგდიდიდან შეატყობინეს, სადაც ფაქტი რამდენიმე დღის წინ მოხდა. ამასთან, წყაროს ცნობით, მომხდარი შემთხვევა არ გახმაურებულა არც აფხაზურ ფორუმებზე და არც მასობრივი ინფორმაციის ქართული საშუალებებით.

 

„აფხაზეთის ხმისთვის“ ცნობილი გახდა ყოფილი პოლიციელის ვინაობაც, რომელსაც, გარკვეული მიზეზბის გამო არ ვასახელებთ, თუმცა, დავძენთ, რომ პოლიციელ  კ.-ვა-ს შესახებ ცნობის მიღების მიზნით ჩვენ დავუკავშირდით შსს-ს პრესსამსახურს, რომელსაც აღნიშნული ფაქტის გადამოწმება ვთხოვეთ.

 

პრესსამსახურმა დაგვიდასტურა, რომ პოლიციელმა კ.-ვა-მ ნამდვილად დაწერა პატაკი და სამსახურიდან წავიდა, ხოლო იმის შესახებ ინფორმაციას, რომ ის აფხაზეთის დე ფაქტო კონტრდაზვერვის თანამშრომლებს ჩაბარდა, უწყება არ ფლობს: „მან პატაკი ნამდვილად დაწერა, ხოლო მისი შემდგომი ქმედების შესახებ ინფორმაციას არ ვფლობთ“, - აცხადებენ შსს-ში.

 

ამ დრომდე დაუდგენელია, რატომ მიიღო ზემოთაღნიშნული გადაწყვეტილება ყოფილმა პოლიციელმა. ერთერთი ვერსიით, ის კონკრეტული დანაშაულის გამო მოსალოდნელ პასუხისმგებლობას გაექცა. 

რედაქტორის რჩევით

გორში „ნაცმოძრაობის“ ოფისის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

2020-06-26 12:41
გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შენობის და ოფისში არსებული ნივთების დაზიანების...

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს შორის ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილიც არის

2020-06-26 12:38
ძიუდოისტ გიგა ტატიაშვილის მამის, რამაზ ტატიაშვილის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე...

პარლამენტში პრემიერის წლიური ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს

2020-06-26 12:29
პარლამენტში პლენარული სესია მიმდინარეობს, სადაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია წლიურ ანგარიშს წარადგენს.
რჩეული ვიდეოები

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

კნუტების გასეირნება ჯორჯიის ცარიელ აკვარიუმში(ვიდეო)

2020-04-10 12:52
აშშ-ში, კორონავირუსის გამო დახურული ჯორჯიის აკვარიუმი ცხოველებისთვის ექსკურსიების მოწყობას...

ხანძარი გემზე - ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს(ვიდეო)

2020-04-09 12:47
 ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს-ხომალდზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. სამაშველო...

გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ სახელმწიოფოს მუშაობას "კორონა ვირუსისი" წინააღმდეგ?

დადებითად - 44.4%
უარყოფითად - 55.6%
ხმების რაოდნობა: 9
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.4477
0.0256
100
RUB
 - 
4.2454
0.0357
1
USD
 - 
3.0532
0.0067