აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე ფატქო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი "ლაიფნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, რათა სამოქალაქო დაპირისპირება და სისხლისღვრა აეცილებინა თავიდან.
ანქვაბის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ოპოზიცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრა, მან დატოვა კორპუსი, რადგან არსებობდა საფრთხე, რომ შესაძლოა, შენობისა და მის პირად დაცვას იარაღი გამოეყენებინა. ალექსანდრე ანქვაბს არ დაუკონკრეტებია, თუ სად იმყოფება ამჟამად.