იმ საბაბით, რომ ანქვაბი თავის მოვალეობას ვერ ასრულებს, აფხაზეთის ე. წ. პარლამენტმა ალექსანდრე ანქვაბი ტანამდებობიდან გადააყენა, 24 აგვისტოს კი პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები დანიშნა.
ალექსანდრე ანქვაბი განცხადებით გამოეხმაურა საზოგადოების გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ სოხუმში ორშაბათს საერთო-სახალხო კრებაა დანიშნული. "სწორიცაა, რადგან სწორედ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, როგორ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ", - განაცხადა ანქვაბმა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, გუდაუთაში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე იმყოფება.