აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა დე ფაქტო პრეზიდენტს ალექსანდრე ანქვაბს. სოხუმის ცენტრში შეკრებილი მომიტინგეები გადაწყვეტილებას აპლოდისმენტებით შეხვდნენ.
ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებასთან დაკავშირებით კომენტარი დე ფაქტო პრემიერმინისტრმა ლეონიდ ლაკირბაიამ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ მას არ მიუღია გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ და არც ალექსანდრე ანქვაბი წასულა ქვეყნიდან.