2008 წლის აგვისტოს ომის ხუთ წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრი სოციოლოგიურ გამოკითხვას აქვეყნებს.
რუსეთის გამოკითხული მოქალაქეების 71 % მიიჩნევს, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთი მართებულად მოიქცა, როდესაც ე.წ. სამხრეთ ოსეთს დაუჭირა მხარი. 15 % - რუსეთის პოზიციას არ ეთანხმება, 2012 წელს კი ასეთი ადამიანების რიცხვი 8 %-ს შეადგენდა.
6-დან 23 პროცენტამდე გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს.