-
2020-01-20 22:30
საოპუკაციო ძალებმა გუგუტიანთკარში უკანონო ნაგებობები აღმართეს.
სუს-ის ინფორმაციით, მიმდინარეობს მავთულხლართების ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ღობეებით ჩანაცვლების
პროცესი, რაც ე.წ. ბორდერიზაციის ნაწილს წარმოადგენს.“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ
გააქტიურებულია „ცხელი ხაზი” და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. აღსანიშნავია,
რომ სუს-ს არ ეძლევა შესაძლებლობა აღნიშნული საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების
მექანიზმის ფარგლებშიც განიხილოს, რომელიც საოკუპაციო ძალების გადაწყვეტილების შედეგად გასული წლის
29 აგვისტოს შემდეგ შეწყვეტილია”,- ნათქვამია განცხადებაში.
14 იანვარს საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე
სოფელ ჩორჩანას მიმდებარედაც აღმართეს.