აფხაზური მედიის ცნობით, ცეცხლი 11 000 ჰექტარზეა გავრცელებული. კვამლი შეინიშნება სოხუმის, გულირიფშის და გაგრის რაიონებში.
ხანძრის ჩაქრობას აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა რუსული საავიაციო ძალების მეშვეობით ცდილობს. „მი-8“ ტიპის ვერტმფრენმა და და “ბე-200“ ტიპის თვითმფრინავმა ცეცხლის ჩასაქრობად დაახლოებით 651 ტონა წყალი უკვე გამოიყენა. მედიის ცნობით, ხანძარი რამდენიმე მიმართულებითაა გავრცელებული. ოკუპირებულ რეგიონში რუსეთისგან დამატებით დახმარებას ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ ხანძარი აფხაზეთში ერთ კვირაზე მეტია რაც მძვინვარებს. ამ დროისთვის კი ცეცხლი 11 000 ჰექტარს უკიდია.