
აფხაზეთი იწვის.
ხანძარმა სოფელი ფსხუს მიმდებარე ტერიტორიაზე 10 ჰექტარის მიწა მოიცვა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მაშველების თქმით უამრავი ადგილობრივი ცეცხლის კერაა, რომლის აღმოჩენასა და ზუსტი სურათის დადგენას გავრცელებული კვამლი უშლის ხელს.
საგანგებო სიტუაციების მინისტრი ლევ კვიციანი არ გამორიცხავს დახმარებისთვის რუს კოლეგებს მიმართოს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.