
საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა. მისი თქით საქართველოს ხელისუფლება ოკუპაციის ფაქტს არ შეეგუება და გაატარებს ყველა შესაძლებელ ღონისძიებას:
„ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სათანადო ყურადღება და რეაგირება იყოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ამ ვითარებასთან დაკავშირებით. რთულია თითოეული შემთხვევა, იმ ადამიანების ბედი, ვისაც სამწუხაროდ ყოველდღიურ რეჟიმში ეხება პრობლემა. ხელისუფლება მუშაობს საერთაშორისო საზოგადოებასთან, იყენებს „ცხელი ხაზის“ მექანიზმს და ასევე ყველა შესაძლებელ ღონისძიებას ატარებს. არ შევეგუებით ოკუპაციას და არცერთ ფაქტს ადამიანის უფლებების დარღვევის თუ იმ პრობლემების, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებობს. არ შევეგუებით და არ დავტოვებთ რეაგირების გარეშე.“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.