საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გამყოფი ხაზის მიმდებარედ ზნაურის რაიონის სოფელ წნელისთან და გვირგვინასთან პატრულირება დაიწყეს.
როგორც სააგენტო “რეს”-ი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება , პატრულირება დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის ბრძანებით, უსაფრთხოებისა და სასაზღვრო რეჟიმის დასაცავად მიმდინარეობს.
“ამაში ეჭვი არ უნდა შეეპაროს არც ქართულ მხარეს და მითუმეტეს არც ჩვენს მოქალქეებს , ჩვენს საზღვრის დარღვევას ვერავინ შეძლებს. უსაფრთხოების მიზნით, ჩვენს პოსტებს განვათავსებთ სადაც საჭირო იქნება. როგორ პროვოკაციაზეც არ უნდა წავიდეს საქართველო, ჩვენი ხალხი უსაფრთხოდ იქნება – აცხადებს ბიბილოვი
დე ფაქტო ხელისუფლება აპირებს, აღნიშნული საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე დააყენოს.