ზურაბიშვილი: საოკუპაციო ხაზთან ჩავდივარ როცა საჭიროდ მივიჩნევ და არა სხვისი დღის წესრიგით

Image

ლიეტვუაში ვიზიტისას ლიეტუველ კოლეგასთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ოკუპაციის საკითხზე ისაუბრა. ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

 

ლიეტუვას ყოფილი პრეზიდენტ ვალდას ადამკუსის ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მიუხედავად მიმდინარე პროცესისა, საქართველომ უნდა გააგრძელოს გზა ევროპისკენ, განვითარებისა და დემოკრატიისკენ.

“ეს არ არის ახალი. ეს არის მუდმივი მცდელობა რუსეთის მიერ, რომ ჩაგვითრიოს მხოლოდ ამ საკითხში. ჩვენ ეს უნდა გადავლახოთ და უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა ევროპისკენ, დემოკრატიისკენ, განვითარებისკენ ისე, რომ მუდმივად უკან არ ვიყურებოდეთ და არ ვიყოთ რუსეთის დღის წესრიგით“.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის ჩადის საოკუპაციო ხაზთან, როცა მას მიაჩნია საჭიროდ და არა სხვისი დღის წესრიგით მიხედვით.

„მე მგონი, შვიდჯერ ჩავედი საოკუპაციო ხაზთან, რუხიდან დაწყებული, ნიქოზში, გრემისხევში და ჩავდივარ, როცა მე ვთვლი, რომ უნდა ჩავიდე და არა სხვისი დღის წესრიგით. ჩემი მოვალეობა არის ის პირდაპირი, ოფიციალური თუ არაოფიციალური საუბრები ჩვენს პარტნიორებთან, რომ ვეძებოთ სხვა გზები და არის ასევე მართლაც ფიქრი იმ გზებზე, ჟენევის ფორმატის შეცვლაზე, ახალი ფორმატების მოფიქრებაზე, ყველაფერ იმაზე, რაც მიგვიყვანს იქამდე, რომ ჩვენ კი არ ვუყუროთ, რა ხდება იმ საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, არამედ გადავლახოთ ეს სიტუაცია, მოვხსნათ ეს საოკუპაციო ხაზი და დავუბრუნდეთ ჩვენს ცხოვრებას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

რედაქტორის რჩევით

გიორგი ვაშაძე მისი და სხვა აქტივისტების დაკავებას წინასწარ გამიზნულ ქმედებად მიიჩნევს

2019-12-13 16:15
12 დეკემბერს აქციაზე 16 პირი დააკავეს, მათ შორის „ახალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე.

გიორგი გახარიამ ხელი მოაწერა ყოვლისმომცველ დეკლარაციას, რომელიც განსაზღვრავს სუამ-ის ფარგლებში მიმდინარე პროცესებს

2019-12-13 15:32
უკრაინაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სუამ-ის პლენარული სხდომის...

მამუკა მდინარაძე მმართველ გუნდში დაპირისპირების შესაძლო გაღვივებაზე საუბრობს

2019-12-13 15:07
უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებები,...

ეკა ბესელია ახალი კანონპროექტის წარდგენას გეგმავს

2019-12-13 14:30
დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია პარლამენტისთვის ახალი კანონპროექტის წარდგენას გეგმავს.
რჩეული ვიდეოები

ახალი მასშტაბური კამპანია სათამაშო ბიზნესში - „ევროპაბეთი“ პასუხისმგებლიანი თამაშის პროექტს იწყებს

2019-12-09 13:36
პასუხისმგებლიანი თამაში სიამოვნებისთვის - დღეს „ევროპაბეთმა“ 2019 წლის დეკემბრიდან სათამაშო...

"მის მსოფლიოზე" საქართველოს ნინი გოგიჩაიშვილი წარადგენს

2019-11-15 17:54
„მის მსოფლიო 2019“ 9 დეკემბერს ტაილანდში გაიმართება.

„soul” - ახალი გულში ჩამწვდომი ანიმაცია Pixar-ისგან

2019-11-11 13:30
„სული“ - ასე ქვია Pixar-ის ახალ შემოქედებას, რომელიც მაყურებელში მძაფრ ემოციებს გამოიწვევს.

"მედიაფოკუსი მშვიდობაზე" - პირველი გადაცემა

2018-09-23 19:03
‘’სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელმა’’ (INCD) 2018 წლის 1 აგვისტოს კანადის მთავრობის...

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.2024
0.0000
100
RUB
 - 
4.6032
0.0000
1
USD
 - 
2.8647
0.0000

გუშინ:

ჰიტები:490 უნიკალური:423

მიმდინარე:

ჰიტები:58 უნიკალური:53