-
2019-08-16 09:55
სოფელ გუგუტიანთკარში დილიდან ოკუპანტები ისევ გამოჩნდნენ. ისინი ადგილზე იმყოფებიან.
ადგილზე შს სამინისტროს წარმომადგენლები ვითარებას აკვირდებიან.ოკუპანტები ე.წ. საზღვარს რკინის ბოძებით და მასზე დამონტაჟებული ხელოვნური ბარიერებით ავლებენ. მავთულხლართების მეორე მხარეს რჩება ორი საცხოვრებელი, სახნავ-სათესი სავარგულები.
მოსახლეობას რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი იმისთვის, რომ საყოფაცხოვრებო ნივთები გამოიტანონ და მშობლიურ სახლებს გამოემშვიდობონ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი საერთაშორისო თანამეგობრობას საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესების სათანადოდ შეფასებისკენ მოუწოდა.
ფოტო: არქივი gzapress