
რუსმა დეპუტატმა ფიფას ქართველი ფეხბურთელების სათანადოდ დასჯა მოსთხოვა.
“ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია ვალდებულია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში რეაგირება მოახდინოს
ფეხბურთელების მსგავს მოქმედებებზე ოფიციალური თამაშების დროს” – დაწერა ლებედევმა.
ლებედევმა აღნისნული პოსტი ცოტა ხნის წინ "ტვიტერზე" განათავსა.
მისი ეს განცხადება ქართველი ფეხბურთელების მატჩებზე ანტირუსული ლოზუნგებით გამოსვლამ გამოიწვია.