
მსხვერპლით დასრულდა ავტოავარია ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ კინდღთან, სადაც ავტომანქანა ხეს შეეჯახა.
ავტომანქანას ე.წ. თავდაცის სამინისტროს ოფიცერი პავლე ერემინი მართავდა, რომელიც კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. აწ გარდაცვლილი ოფიცერი დაჯილდოებული იყო ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ.
წინასწარი ინფორმაციით, ოფიცერი ნასვამი იყო, ავარიის მიზეზი კი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.