რუსი „სამშვიდობოები“ - მითი და რეალობა

Image

დღეს, როცა აქტიურად განიხილება აღმოსავლეთ უკრაინაში სამშვიდობო მისიის დაწყების საკითხი, უპრიანი იქნება გავიხსენოთ, რა შედეგი მოიტანა გაეროს მისიით რუსეთის მიერ განხორციელებულმა ერთადერთმა სამშვიდობო მისიამ პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელიც მათ დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი, ოკუპირებულ აფხაზეთში შეასრულეს.

 

აფხაზეთის ერთწლიანი ომის შემდეგ, რუსეთის შუამავლობით, ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას, რომლის გარანტორი რუსეთი იყო, საგარეო საქმეთა მინისტრის კოზირევის სახით, რომელმაც ასევე მოაწერა ხელი ამ შეთანხმებას. 

 

ამ შეთანხმების მიხედვით, დაშორიშორების ხაზზე, მდინარე გუმისთვის გასწვრივ, შედიოდა რუსეთის სამხედრო კონტინგენტი ე.წ. ცისფერჩაფხუტიანთა სახით, რომელსაც თვალყური უნდა ედევნებინა კონფლიქტის ზონიდან ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის გაყვანისთვის. 

 

ქართულმა მხარემ თავისი ტექნიკა და ცოცხალი ძალა გაიყვანა ფოთის მიმართულებით და ამისთვის რუსეთის დიდი სადესანტო ხომალდები დაიქირავა. აფხაზურმა მხარემ ტექნიკა გუდაუთისკენ გაიყვანა, ხოლო მძიმე არტილერიის გასაღები რუს მეთვალყურეებს გადასცა. 

 

რუსეთის კონტინგენტმა მაშინ პირველად გამოიყენა „ჰუმანიტარული კოლონა“, რომელმაც სოხუმის გავლით, შემოწმების გარეშე გაიარა აფხაზური შენაერთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიამდე და ჰუმანიტარული დახმარების ნიღბით იარაღი და საბრძოლო მასალები ჩაიტანა. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს მაშინ სწორედ სერგეი შოიგუ ხელმძღვანელობდა.

 

ამ შეთანხმების შესრულება არ ყოფილა დაკავშირებული რაიმე სახის სანქციებთან რუსეთის წინააღმდეგ, ამიტომაც 1993 წლის 16 სექტემბერს აფხაზურმა შენაერთებმა რუსი სამხედროების სრული მხარდაჭერით დაიწყეს შეტევა სოხუმზე და 27 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი აიღეს კიდეც. 

 

„ჩვენ მოგვატყუეს“, - განაცხადა მაშინ რუსეთის სპეცწარმომადგენელმა, თუმცა, ამას საერთაშორისო დონეზე გამოხმაურება არ მოჰყოლია. 

 

საქართველო არ იყო დსთ-ს წევრი და არც აპირებდა თანამეგობრობაში შესვლას, მაგრამ ედუარდ შევარდნაძემ, დიდი ძალისხმევითა და ე.წ. ინტელიგენციის მხარდაჭერით, პარლამენბტში მაინც გაიტანა დსთ-ში შესვლის გადაწყვეტილება. 

 

საქართველოს შესვლა დსთ-ში რუსეთს იქ თავისი სამხედრო კონტინგენტის ლეგალურად განსათავსებლად სჭირდებოდა. 1994 წლის 21 ივნისს, დსთ-ს ლიდერების გადაწყვეტილებით, აფხაზეთში 200 რუსი სამხედრო გაიგზავნა, სამშვიდობო მისიითა და გაეროს მანდატით. მისია ექვსი თვით გაიგზავნა და ყოველ ჯერზე, მანდატის ვადის ამოწურვამდე, მას კიდევ ექვსი თვის განმავლობაში უგრძელდებოდა იქ ყოფნის ვადა. ასე გაგრძელდა თითქმის წლების განმავლობაში.

 

თავიდანვე ბედის ირონია იყო ის, რომ „სამშვიდობო“ მისიის შემსრულებლები აფხაზეთში გახდნენ ის სამხედროებიც, რომლებიც გუდაუთაში განთავსებულ 345-ე სადესანტო-მოიერიშე ბატალიონში მსახურობდნენ და რომლებიც ომის დროს აფხაზურ სამხედრო შენაერთებს ამზადებდნენ, მხარს უჭერდნენ და მათი იერიშების დაგეგმვაში მონაწილეობდნენ. 

 

რუსი „სამშვიდობოები“ მდინარე ენგურის გასწვრივ, ასევე ენგურის ნაპირიდან 12 კილომეტრიანი ბუფერული ზონის დასასრულ წერტილებზე განლაგდნენ და, ფაქტობრივად, აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის მესაზღვრეები გახდნენ. საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე აღებ-მიცემობა, ლოთობა და მოსახლეობის კუთვნილი პირუტყვისა თუ ფრინველის ქურდობა ჩვეულებრივ ამბად იქცა. 

 

რუსი „სამშვიდობოების“ შემოსვლის დღიდან აფხაზეთში 1.200-ზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრები მოკლეს. ხშირად მკვლელობები რუსი სამშვიდობოების თვალწინ და მათი ხელშეწყობით ხდებოდა. იყო შემთხვევები, როცა „სამშვიდობოები“ პირდაპირ იტაცებდნენ ქართველებს და მათ აფხაზ ბოევიკებს გადასცემდნენ, საიდანაც ისინი, უკეთეს შემთხვევაში, დრანდის ციხეში ხვდებოდნენ ან ოჯახის მიერ გამოსასყიდის გადახდის შემდეგ თავისუფლდებოდნენ. 

 

სწორედ „სამშვიდობოების“ მისიის დროს აყვავდა სამეგრელოდან გატაცებული მანქანების აფხაზეთში გაყიდვისა და ჯართის „ბიზნესი“.

 

„სამშვიდობო“ მისიის შესრულებისას 100-დე რუსი სამხედრო დაიღუპა - მათი უმრავლესობა გარჩევებს ემსხვერპლა, ნაწილი კი ისევ თავიანთმა თანამებრძოლებმა დაცხრილეს (ორჯერ სხვადასხვა პოსტზე 10-10 კაცი მოკლეს).

 

რამდენჯერმე საქართველოს პარლამენტში, დეპუტატთა ნაწილმა სცადა რუსეთის სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის შეჩერებისა და ქვეყნიდან მათი გაყვანის საკითხის წამოჭრა და განხილვა, მაგრამ ეს საკითხი, აგრესიულად მორჩილი უმრავლესობის მონდომებით, ყოველ ჯერზე ჩავარდა. 

 

2008 წელს მთელი მსოფლიო დარწმუნდა, რომ რუსეთი „სამშვიდობო მისიის“ შემსრულებელი კი არა, აგრესორია. 

 

მაგრამ უკვე ძალიან გვიან იყო. 

 

იგორ გოპკო, უკრაინა.

ფოტოზე: რუსეთის სამშვიდობო ძალების შესვლა ზუგდიდში, 1994.

რედაქტორის რჩევით

ქარმა ამბროლაურში ორასზე მეტ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა

2019-07-18 22:23
ქარმა ამბროლაურში ორასზე მეტ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.

არ ვგეგმავთ საკადრო ცვლილებებს-პაატა სალია ნიკა გვარამიას ხვდება

2019-07-18 20:31
პაატა სალია ნიკა გვარამიას რამდენიმე წუთის წინ შეხვდა. შეხვედრას ჟურნალისტებიც ესწრებიდნენ. 

რუსთავი-2 კი არა, BBC და CNN რომ ჩაიგდოს ხელში ივანიშვილმა, მაინც არაფერი ეშველება - ნათელაშვილი

2019-07-18 19:33
შალვა ნათელაშვილი სტრასბურგის სასამართლოს დასკვნას ეხმიანება.

პაატა სალია რუსთავი 2 -ში მისვლას დღეს გეგმავს

2019-07-18 19:24
ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია „რუსთავი2“-ში მისვლას დღესვე აპირებს. ამის შესახებ...
რჩეული ვიდეოები

"მედიაფოკუსი მშვიდობაზე" - პირველი გადაცემა

2018-09-23 19:03
‘’სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელმა’’ (INCD) 2018 წლის 1 აგვისტოს კანადის მთავრობის...

ნათელაშვილი: სადაც გაგიჭირდებათ, ყველგან გუგავა მოვა...

2017-09-14 16:31
საქართველოს მთავარმა ლეიბორისტმა დღეს თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გუგავა წარადგინა და...

ხუხაშვილი: სააკაშვილი კრიზისების ლიდერია, პოროშენკომ გაიჩალიჩა(ვიდეო)

2017-09-14 13:56
"მიხეილ სააკაშვილი კრიზისული ლიდერია, მთელი მისი ბიოგრაფია ამას ცხადყოფს, ასე რომ, პოროშენკომ...

ჟირინოვსკი: ქართველებს ენერგეტიკა აქვთ აქტიურობის - სააკაშვილი პოროშენკოსაც ჩააჩოჩებს და ავაკოვსაც

2017-09-14 02:39
რუსეთის მთავარი ლიბერალ-დემოკრატი ვლადიმირ ჟირინოვსკი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე...

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.2191
0.0013
100
RUB
 - 
4.5608
0.0062
1
USD
 - 
2.8714
0.0027

გუშინ:

ჰიტები:744 უნიკალური:554

მიმდინარე:

ჰიტები:103 უნიკალური:91