
შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლზე, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახმაჯთან ახლოს რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევით უცხოელი ტურისტები: აშშ-ის მოქალაქე ქალი და დიდი ბრიტანეთის მოქალაქე მამაკაცი დააკავეს.
ინფორმაცია თვითმხილველებმა მოძრაობას "ძალა ერთობაშია" მიაწოდეს. თვითმხილველთა თქმით, ტურისტები ველოსიპედით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც ოკუპანტებმა და ცხინვალის რეჟიმის ე.წ.-მა მესაზღვრეებმა აიყვანეს.
ორგანიზაციის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ორივე დაკავებული ცხინვალში გადაიყვანეს, დღეს კი ახალგორის სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო მათ ჯარიმა დააკისრა და "რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ" გამოაძევა.