-
2017-09-11 14:38
შიდა ქართლის ოკუპაციის ზოლში, ორჭოსანი-ხურვალეთის მიმართულებით რუსი ოკუპანტები და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს დილიდან ახალ ხნულებს ავლებენ,
- ინფორმაციას და ფოტოებს სამშვიდობო დამკვირვებელთა ჯგუფი ავრცელებს, რომლებიც ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" ეგიდით, უკვე 49 დღეა, ყარაფილა-ბერშუეთის მიმართულებაზე მორიგეობენ.
ჯგუფის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გასავლებად ტექნიკა გამოიყვანეს, სამუსაოებს კი საპატრულო ჯგუფი ზედამხედველობდა.

