25 ივლისიდან მოხალისე მოქალაქეთა ჯგუფი საოკუპაციო ზოლზე პატრულირებას იწყებს

Image

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ, შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლზე, შესაძლოა, 25 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფმა მცოცავი ანექსიის პრევენციის მიზნით, პატრულირება დაიწყოს. პატრულირების დაწყებას საქართველოს ჯომარდობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დავით ქაცარავა აანონსებს.

 

დავით ქაცარავა წერს, რომ საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა 23 ივლისს გაიმართება და პატრულირებასთან დაკავშირებული ყველა დეტალი გაირკვევა. მისი თქმით, ეს ღონისძიებები იქნება "უიარაღო, მშვიდობიანი, მაგრამ მტკიცე და შეუვალი".

 

დავით ქაცარავა საოკუპაციო ზოლთან კარვების გაშლისა და პერმანენტული აქციების მოწყობის ინიციატივით ადრეც გამოვიდა. ის ანტისაოკუპაციო აქციებში აქტიურად მონაწილეობს. მონაწილეობდა ასევე 14 ივლისს, ბერშუეთში, გაზეთ "ქრონიკა პლუსის" ინიციატივით გამართულ ანტისაოკუპაციო აქციაში, სადაც მონაწილეობა ასეულობით ადამიანმა მიიღო.

 

დავით ქაცარავა წერს:

 

"ჩემო მეგობრებო!!!! საქართველოს მოქალაქენო!!!
ცოტა ხნის წინ გავაკეთე განცხადება რუსეთის დამყრობლურ, საოკუპაციო ქმედებებთან დაკავშირებით და დავდე პირობა რომ ვიწყებ ბრძოლას საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ.

 

დადგა ის მომენტი, როდესაც თეორია პრაქტიკულ ქმედებაში უნდა გადმოვიტანოთ.

 

როგორც უკვე გავაჟღერე, იქმნება საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარი ე.წ. დამკვირვებელთა სამოქალაქო ჯგუფები, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში გავლენ საქართველოს ოკუპირებულ ზონებში და დააკვირდებიან რუსი ოკუპანტის ქმედებებს.

 

ამ ჯგუფების ძირითადი ფუნქცია იქნება ოკუპანტის მხრიდან მცოცავი ოკუპაციის დაფიქსირება, საყოველთაო განგაშის ატეხვა, დროული ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის, გამოძახება საოკუპაციო ხაზთან ყველა იმ ადამიანის, ვისაც გული შესტკივა ჩვენი სამშობლოსთვის.

 

ჩვენი ჯგუფები უმალ ჩააყენებენ საქმის კურსში საერთაშორისო საზოგადოებას, ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ სათანადო რეაგირებას გააკეთებენ მათი შესაძლებლობების ფარგლებში.

 

ჩვენ გამოვალთ ინტერნეტ სივრციდან და ვაჩვენებთ პირველ რიგში საკუთარ თავს, რომ ჩვენი წინაპრების ღირსეული შთამომავლები ვართ!

 

ჩვენი მოქმედება იქნება მშვიდობიანი, უიარაღო, მაგრამ მტკიცე და შეუვალი !!!
ამიერიდან ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რომ ჩვენ მტერს მშვიდად აღარ ეძინოს!!!!

 

საოკუპაციო ზოლთან სამოქალაქო პატრულირება დაიწყება 25 ივლისიდან.

 

მანამდე კი ჩვენ ველოდებით ყველა იმ ადამიანს ვინც თვლის რომ მისი ადგილი ამ სახალხო ლაშქარშია და მზად არის რუს ოკუპანტს თვალებში ჩახედოს, ხელი შეუშალოს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციაში!!!

 

მე მოვუწოდებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ფიზიკურად ვერ გამოვა ველზე, იბრძოლოს ჩვენთან ერთად იმ საინფორმაციო ომში რომელიც ჩვენი საერთო სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია.

 

ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იმ ერთი მიზნის ირგვლივ, რასაც ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია ჰქვია!!!

 

დავივიწყოთ ყველა წყენა, აზრთა სხვადასხვაობა და ერთად შევუტიოთ ჩვენს საერთო მტერს!!!

 

გთხოვთ კომენტარში დააფიქსიროს ყველამ მზაობა!!!!

 

ჩვენ გავერთთიანდებით და ჩვენ გავიმარჯვებთ!!!!!!

 

ძალა ერთობაშია!!!!!".

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !