-
2017-07-11 23:14
ქარელის სამ სოფელში რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ზოლი ხნულის გავლებით მონიშნეს. ფაქტს ქარელის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ავლევში ნადასტურებს.
საოკუპაციო ხაზი კნოლევში, ცერონისსა და ავლევში გაივლო.
საოკუპაციო ზოლის ამ მონაკვეთზე ე.წ. მანიშნებელი ერთი წლის წინ დამონტაჟდა. ე.წ. ბანერებიდან დაახლოებით ას მეტრში რამდენიმე დღის წინ რუსმა სამხედროებმა სამუშაოები განაახლეს. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ საოკუპაციო ძალები ე.წ. საზღვრის მონიშვნის შემდეგ მავთულხლართების გაბმას დაიწყებენ.