უკრაინის კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ბიზნესმენი, ოსური და ქართული ფესვების მქონე ზურაბ ხრომაევი ამბობს, რომ სახალხო მღელვარება აფხაზეთში, შესაძლოა ამ რეგიონის გამოღვიძებისა და საქართველოში დაბრუნების მიზეზი გახდეს.
ამის შესახებ ზურაბ ხრომაევმა "გორდონთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა და დაამატა, რომ ახლა "აფხაზეთს მოუწევს გაერკვეს არცთუ მატრტივ გეოპოლიტიკურ ამოცანაში".
"როგორც ჩანს, ხელისუფლებისგან აფხაზეთში ყველა დაიღალა. ადამიანები, ვინც ცვლილებებს უჭერს მხარს, უნდა გაერკვნენ, რა სურთ: უკან, რუსეთში დაბრუნება თუ წინ, საქართველოში. პროგნოზირება ძნელია, მაგრამ ფაქტია, რომ აფხაზური ხელისუფლება, რომელმაც ხალხის საკეთილდღეოდ ვერაფერიც ვერ გააკეთა, ჩამოიშლება", - თქვა ხრომაევმა ხაზი გაუსვა, რომ "ყველაფრის მიუხედავად, აფხაზეთი საქართველოს ნაწილად რჩება.
"აფხაზეთი ერთ დროს ფიქრობდა, რომ ქართველების მარწუხებისგან გათავისუფლდა, მაგრამ დაადგა გზას არსაით. ".- თქვა ხრომაევმა.
"მე ვიყავი ცხინვალში ომამდე ცოტა ხნით ადრე, 2007 წელს. ბევრი ურა-პატრიოტი ვნახე, რომლებიც საქართველოს გარეშე ცხოვრებას ესწრაფოდნენ. მაგრამ სინამდვილეში მათ საბიუჯეტო თანხებთან წვდომა უნდოდათ...
აფხაზეთში ერთ დროს მსოფლიოში განთქმული სანაპიროები იყო, ახლა კი რას ჰგავს იქაურობა? ხომ აძლევდა პუტინი ფულს, სად წაიღეს?", - კითხულობს ხრომაევი.