
საოკუპაციო ძალებმა ხურჩასთან საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის კიდევ 5 ჰექტარი მიითვისეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ოკუპანტებმა ე.წ. საზღვარი 300 მეტრით გადმოწიეს და ახალი საგუშაგო გახსნეს.
ადგილობრივების თქმით, განლაგდა საზღვრის მოსანიშნი ბოძები და იგეგმება მავთულხლართის გაბმაც.
300 მეტრით გადმოწეულ ე.წ. საზღვარს მიღმა აღმოჩნდა სოფლების - ხურჩასა და შამგონას ტერიტორიები, ორი ოჯახი დასამუშავებელი მიწის გარეშე დარჩა.
"რუსთავი2"-თან საუბრისას ადგილობრივი მოსახლეობა ჰყვება, რომ მათ რუსი სამხედროები ე.წ. საზღვრის დარღვევის შემთხვევაში დაკავებით დაემუქრნენ.
შეგახსენებთ, სუს უარყოფს, რომ ოკუპანტებმა საოკუპაციო ზოლი ხურჩის სიღრმეში გადმოსწიეს.