ყაბარდოელი მეტყვიამფრქვევე 27 სექტემბერს იხსენებს: "ვინც აფხაზური დროშა აღმართა, ორივე დახოცეს, მესამე სართულიდან ესროლეს..."

Image

ყაბარდოელი მეტყვიამფრქვევე "მაშკა", რაც ყაბარდოულიდან თარგმანში "ბიჭს" ნიშნავს, 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დეტალებს იხსენებს. მისი მოგონება "კვირის პალიტრის" 2011 წლის 17 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდა. 

 

„27 სექტემბერს, დილით, ბაგრამიანის სომხურმა ბატალიონმა სანატორიუმი და ახლომახლო ტერიტორია დაიკავა... ქართველი მოსახლეობის ჟლეტა დაიწყო. მათ ფანჯრებიდან ყრიდნენ, დაჭრილებს პირში მიწას ტენიდნენ - ხომ გინდოდათ აფხაზეთის მიწა, ჰოდა, ჭამეთო...მერე ჭებში უძახებდნენ.

 

ერთი მხცოვანი მასწავლებელი მხოლოდ იმიტომ მოკლეს, რომ სკოლაში თავის დროზე მათ ქართულს ასწავლიდა...

 

ქალაქში უკვე ყოველი მხრიდან შემოდიოდნენ აფხაზური დაჯგუფებები... მინისტრთა საბჭოს თავზე ჯერ კიდევ ფრიალებდა საქართველოს დროშა...

 

ჩვენ მინისტრთა საბჭოს შენობა - მას სოხუმის რაიხსტაგსაც ეძახდნენ ჩეჩნები - ყოველი მხრიდან ალყაში მოვაქციეთ, მაგრამ მიახლოებას ვერ ვახერხებდით, შენობის წინ ღია ადგილია და მხოლოდ მებრძოლებს თუ ჩაგვიხოცავდნენ ქართველები...

 

რადიოკავშირით (ადრე ჯარში მეკავშირე ვიყავი) ქართველების ტალღაზე დავჯექი. ულტიმატუმი წავუყენეთ - ჩაგვბარდითო.

 

დავიხოცებით, მაგრამ აქედან ფეხს არ მოვიცვლითო - გვიპასუხეს (რა უცნაური ხალხია ეს ქართველები, მთელი ომის მანძილზე მაკვირვებდნენ). ცოტა ხნის შემდეგ ისევ მოვთხოვეთ ჩაბარება. ამჯერადაც უარი მივიღეთ. შენობის მაღალ სართულებზე განაწილებული მათი სნაიპერები დროს უქმად არ კარგავდნენ. ერთი ყაბარდოელი მოგვიკლეს, მერე ერთი მედდა და რუსი კორესპონდენტი...

 

ამ სიტუაციამ ბიჭები სულ გააგიჟა. ქართველები სიკვდილს თვალებში უყურებდნენ, მაგრამ მაინც ქედმაღლურად უარს ამბობდნენ დანებებაზე...

 

ბოლო 5 წუთი მივეცით მოსაფიქრებლად, ხმა არც კი გაგვცეს. ჩვენებმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს შენობას. 6 სართული ერთბაშად აალდა. ვიღაცა ყვიროდა, - ახლა ნახეთ, როგორ ვირთხებივით გამოძვრებიან ქართველებიო, მაგრამ არავინ ჩანდა, ეტყობა, უკანასკნელ ტყვიასაც დახარჯავდნენ შენობის დასაცავად...

 

ბოლოს, როგორც იქნა, გამოვიდნენ, 13-14 კაცი იქნებოდა, ყველას სამხედრო ფორმა ეცვა, მხოლოდ ერთს ეცვა რაღაც ნაცრისფერი ქურთუკი...

 

მუსამ დაიძახა, - ნახე, როგორ დგანან. თითქოს ომი, მათ კი არა, ჩვენ წაგვეგოსო და მიცვივდნენ საცემრად....
შენობის მარჯვენა ფლიგელზე გამარჯვების დროშა სოხუმის ბატალიონის მეომრებმა ააფრიალეს.

 

მინისტრთა საბჭოს შენობის წინ კიდევ რამდენიმე საათი ვიყავით. ცეცხლი რომ მინელდა, ორი ჩვენი მოხალისე სახურავზე აძვრა, ქართული დროშა ჩამოხსნეს და აფხაზური აღმართეს. შენობიდან რომ გამოდიოდნენ, მოულოდნელად მესამე სართულიდან ვიღაცამ ესროლა და ორივე ჩვენ თვალწინ დახოცა.

 

ამას ნამდვილად არ ველოდით. ჩეჩნები შეცვივდნენ შენობაში და გამოათრიეს მკვლელი. ქართველი იყო. ფეხები დამწვარი ჰქონდა. იმას უსვრია... ჯერ მაგრად სცემეს, მერე მუსამ ხეს მიაყუდა და "მუხა"”ესროლა.
ჩაგვიმწარდა იმ დღეს გამარჯვების აღნიშვნა".

 

"კვირის პალიტრა", 17.10.2011

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !