ტელეწამყვანი გიორგი კორკოტაშვილი ჰაიდი ტალიავინის კომისიის დასკვნას იშველიებს იმის დასტურად, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო.
"პირველმა ქართველებმა დაუშინეს", - აცხადებს ტელეწამყვანი "იბერიის" ეთერში, გადაცემაში "პრიორიტეტები", სადაც 9 აპრილს რუსეთში კონცერტის ჩატარების მიზანშეწონილობას განიხილავდნენ.
შეგახსენებთ, რუსეთში საგასტროლო ტურნის ფარგლებში ჯგუფი "მგზავრები" კონცერტებს გამართავენ მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში და სხვა ქალაქებში. ამასთან, სანკტ-პეტერბურგში კონცერტი 9 აპრილსაა დანიშნული და უკვე ყველა ბილეთი გაყიდულია.