-
2016-03-11 01:40
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული:
"უსაფრთხოების მდგომარეობა რეგიონში მოკლე პერიოდში საგრძნობლად შეიცვალა. რეგიონში ჩვენს საერთო უსაფრთხოებას არღვევს რუსეთის მხრიდან მცოცავი ანექსია საქართველოსი, ვითარება უკრაინაში, ტერორიზმის მზარდი საფრთხე და დევნილთა კრიზისი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ბაქოს IV გლობალურ ფორუმზე გამოსვლისას.
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა ილაპარაკა აგრეთვე საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობებზე. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ ორ ქვეყანას შორის მეგობრობა დაფუძნებულია საერთო ფასეულობებზე."
ჩვენი მოსახლეობის 15% იძულებით გადაადგილებულთა რიცხვშია. მიუხედავად ამისა, საქართველოს შეაქვს ყველაზე დიდი წვლილი ნატოს მისიაში გლობალური უსაფრთხოების დაცვის საქმეში, ნატოს სხვა არაწევრ ქვეყნებთან შედარებით", - აღნიშნა მარგველაშვილმა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26