-
2016-01-28 09:00
ნიჟეგოროდსკის "ვოლგასა" და ერევნის "არარატს" შორის დაგეგმილი ამხანაგური მატჩი ფეხბურთში, რომელიც სოხუმში უნდა ჩატარებულიყო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამისნისტროს ცარევით ჩაიშალა", - ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იტყობინება.
ოკუპირებული აფხაზეთის მედიასაშუალებებმა გაავრცელეს რუსლან აჯინჯალის ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ დაუკავშირდა "არარატის" მწვრთნელი და უთხრა, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოხუმში ჩასვლა აუკრძალა.
"როცა მიზეზი ვკითხე, მათ მითხრეს, რომ შეხვედრის ჩაშლა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით მოხდა, რომელმაც განაცხადა, რომ სოხუმში საერთაშორისო შეხვედრები არ უნდა ტარდებოდეს", - მოჰყავს აჯინჯალს ერევნის "არარატის" მწვრთნელის სიტყვები.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-10-02 12:07
-
2016-10-02 08:50
-
2016-09-30 10:23
-
2016-09-30 00:02