
52 წლისა გარდაიცვალა რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალ-მაიორი ალექსანდრე შუშუკინი. გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევაა.
ამის შესახებ ინფორმაცია რიაზანის უმაღლესი საჰაერო-სადესანტო სასწავლებლის ვებგვერდზეა გავრცელებული. ალექსანდრე შუშუკინი ყირიმისა და საქართველოს რეგიონის - სამაჩაბლოს ოკუპაციაში მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა რეგულარული არმიის გადაადგილებას.