"გაზპრომი" და "როსნეფტი" საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე ექსპანსიას გეგმავენ - რას მალავს კახა კალაძე

Image

რუსული კომპანიები "გაზპრომი" და "როსნეფტი" ექსპანსიას გეგმავენ საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე. ამის შესახებ "Грузия Online"-ს კორესპონდენტს რუსეთში შეატყობინა წყარომ, რომელიც რუსეთის გაზის მონოპოლისტის დირექტორატთანაა დაახლოებული. 

 

ინფორმაციის მიხედვით, მოლაპარაკებები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრსა და "გაზპრომის" დირექტორს, მილერს შორის მიმდინარეობს საქართველოს ნავთისა და გაზის სახელმწიფო კონსორციუმის 25%-ის შეძენის შესახებ დახურული ტენდერის გზით.

 

წყარო აგრეთვე იუწყება, რომ საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ყაზახი და აზერბაიჯანელი ინვესტორებისაგან გასუფთავების მექანიზმი  უკვე გაშვებულია, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებია. მისივე სიტყვებით, ცნობილია, რომ საქართველოდან უკვე მიდიან და თავიანთ ქონებას ყიდიან ყაზახური კომპანიები: "ყაზტრანსგაზი" და "ყაზტრანსოილი".

 

წყაროს ინფორმაციით, ბატალიები საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე ჯერ კიდევ წინაა. ამიტომ "გაზპრომი" ყველანაირად ცდილობს, გაამაგროს თავისი წარმატებები ამ მიმართულებით და გახდეს მონოპოლისტი. ყაზახი ინვესტორების წასვლისათვის პირობების შექმნა ამ გეგმების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

 

რაც შეეხება კალაძის განცხადებას, რომ "გაზპრომთან" მოლაპარაკებები შეეხება მხოლოდ სომხეთში გაზის მიწოდების კომერციულ მხარეს, ეს არის მხოლოდ მოლაპარაკებების ნამდვილი მიზნების დაფარვის პოლიტიკა.

 

წყაროს ცნობით, ამ საკითხში, საერთოდ, საქართველოს ნომინალური როლი აკისრია, რადგანაც ძირითადი მოლაპარაკებები მოცულობისა და ფასის შესახებ მიმდინარეობს სომხეთსა და "გაზპრომს" შორის, საქართველო კი, უბრალოდ, თანახმაა ტრანზიტზე მისი ტერიტორიის გავლით, რაზეც გაზის გარკვეულ მოცულობას უფასოდ მიიღებს.

 

თუმცა ამ საკითხშიც არის სიახლეები. წყაროს სიტყვებით, არსებობს გარკვეული შეთანხმება, მოხდეს გაზის იმ ნაწილის მონეტარიზაცია, რასაც "გაზპრომი" დაუტოვებს საქართველოს სომხეთში გაზის ტრანზიტისათვის. ამაშია სწორედ ორმხრივი ფინანსური დაინტერესება, რაც დახურული სქემების მიხედვით წარიმართება.

 

ცნობისათვის:  სააქციო საზოგადოება "ყაზტრანსოილის" დირექტორთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, გაყიდოს კომპანია "ბათუმი-ტერმინალ ლიმიტედი", ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქართული საწარმო, რომელიც 2008 წლიდან ყაზახეთს ეკუთვნის.

 

ბათუმის ნავთობის ტერმინალი ითვლება სისტემაწარმომქმნელ საწარმოდ, ისევე როგორც თბილისის გაზგამანაწილებელი ქსელი "თბილგაზი", რომელიც ასევე ეკუთვნის ყაზახურ "ყაზტრანსგაზთბილისს", ენერგეტიკული გიგანტის - "ყაზმუნაიგაზის" შვილობილ კომპანიას.

რედაქტორის რჩევით

საახალწლო ფილმების TOP 5 - ეული, რომლებიც სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით

2021-12-15 17:30
დეკემბრის თვე დადგა და შესაბამისად ახალ წელს ვუახლოვდებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საახალწლო...

რომელი ქართველი ვარსკვლავის შვილია გოგონა, რომელიც ჰოლივუდის მსახიობ - ენ ჰეთეუეის ძალიან ჰგავს

2021-12-06 13:43
ბოლო დროს, ტაბლოიდები აქტიურად ალაპარაკდნენ მომღერალ, ნინო ჩხეიძის ქალიშვილის - მარიამისა და...

"საქართველოს მოსახლეობის 60% უკვე კოვიდგადატანილია" - გიორგი ფხაკაძე საგანგაშო კვლევის შესახებ საუბრობს

2021-11-15 15:22
ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საგანგაშო კვლევის შესახებ საუბრობს და...

"მოითხოვეთ პირდაპირი ეთერი" - ნანუკა ჟორჟოლიანი მმართველი პარტიის მხარდამჭერებს მიმართავს

2021-11-15 15:01
ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი მხარდაჭერას უცხადებს მიხეილ სააკაშვილს და სოციალურ ქსელშიც აქტიურად...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

helper DB function reports no errors

უნდა მოიხსნას თუ არა, პირბადის ტარების რეგულაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში?

ხმების რაოდნობა:
ხმის მიცემა შეწყვეტილია !