
უგო ჩავესის თავმჯდომარეობით სოციალისტები, რომლებიც 16 წლის განმავლობაში ზედიზედ იგებდნენ ყველა საპარლამენტო არჩევნებს ვენესუელაში, სასტიკად დამარცხდნენ - მემარჯვენე პარტიამ 167 მანდატიდან 99 დაისაკუთრა.
ამ დროის მონაცემებით, სოციალისტურ პარტიას 46 მანდატი ერგო. საბოლოო მონაცემები ცოტა ხანში გახდება ცნობილი. ამავე დროს, არაა გამორიცხული, ოპოზიციის უპირატესობა კიდევ უფრო განმტკიცდეს. უმრავლესობა ვენესუელის პარლამენტში 84 ხმისგან შედგება, რაც ოპოზიციას უკვე აქვს, ხოლო საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო უმრავლესობისთვის 118 ხმაა საჭირო.
მოქმედმა პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ უკვე აღიარა მმართველი პარტიის დამარცხება, თუმცა თავად პრეზიდენტი კიდევ სამი წლის განმავლობაში დარჩება ხელისუფლების სათავეში, სანამ მისი საპრეზიდენტო ვადა არ ამოიწურება.
შეგახსენებთ, არჩევნების შედეგები და ვენესუელაში ხელისუფლების შეცვლა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოსთვისაც, რადგან ვენესუელა ერთერთია იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, რომელმაც ოკუპირებული აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა.