
ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთაში, სადაც რუსეთის საოკუპაციო ჯარის მე-7 სამხედრო ბაზაა განთავსებული, 300 სამხედრო მოსამსახურის ოჯახებისთვის ქალაქის ტიპის დასახლება ააშენეს.
ორი ათეული საცხოვრებელი სახლი, გაზონები და საბავშვო მოედნები, ამავე დროს ბინები უზრუნველყოფილია ავეჯით, ელექტრომომარაგებით, გათბობით და სხვა საყოფაცხოვრებო დეტალებით. ქალაქის ტიპის დასახლებაში 300 ოჯახი უკვე შესახლდა. როგორც ოკუპანტთა ბაზის მეთაურის მოადგილე ამბობს, უახლოეს პერიოდში იქ საბავშვო ბაღი და სკოლაც აშენდება, ხოლო მალე გუდაუთაში კიდევ ერთი მსგავსი საცხოვრებელი კომპლექსის აგებაა გათვალისწინებული.
"აფხაზეთის ხმის" არქივის ფოტო