
ცნობილი ქართველი მსახიობი და მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე მოულოდნელად გამოჩნდა კიევის მეტროპოლიტენში, ლევ ტოლსტოის სახელობის მეტროსადგურის შესასვლელთან.
ვახტანგ კიკაბიძემ რამდენიმე სიმღერა შეასრულა. სიმღერებს შორის შესვენების დროს ვახტანგ კიკაბიძის მიმართ აპლოდისმენტებს არ იშურებდნენ და მასთან სელფების გადაღებასაც ასწრებდნენ.
აღსანიშნავია, რომ მომღერლის გამოსვლაში საკონცერტო კოსტიუმებში გამოწყობილი მოცეკვავეებიც მონაწილეობდნენ.