
სოფელ ტამიშში, სასფლაოზე მოკლეს გალის ე.წ. საბაჟოს უფროსი ბესლან მალანძია. ის ერთი გასროლითაა მოკლული. ცხედარი 2 ოქტომბერს, საღამოს 9 საათისთვის იპოვეს.
გამოძიების ვერსიით, ბესლან მალანძიამ ავტომანქანა სახლში მისვლამდე, შორიახლოს გააჩერა. სავარაუდოდ, ის იცნობდა პირებს, რომლებმაც მას გაჩერება ანიშნეს. ამის შემდეგ, მალანძია, სავარაუდოდ, სასფლაოს მიმართულებით გაათრიეს - გზაზე მისი ქუდია ნაპოვნი. სავარაუდოდ, თავდამსხმელები რამდენიმე იყვნენ. სასაფლაოს ტერიტორიაზე შეთრევის შემდეგ მალანძიას გულში ერთხელ ესროლეს და მოკლეს.