
იტალიის ქალაქ ბარიში, სადაც Fieradel Levante-ს 79-ე საერთაშორისო გამოფენა ტარდება, აფხაზეთი დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსითაა წარმოდგენილი. ფოტოები ქალაქ ბარიდან აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაავრცელეს.
Fieradel Levante იტალიის ერთერთი ყველაზე პრესტიჟული და დიდი მასშტაბის მქონე საერთაშორისო გამოფენაა, სადაც 2000-ზე მეტი იტალიური და სხვა ქვეყნების კომპანია მონაწილეობს. გამოფენაზე წარმოდგენილია ეროვნული პავილიონი, სადაც ყველა ქვეყანა საკუთარ პროდუქცია ათავსებს. აფხაზეთის პავილიონი „აფხაზეთის რესპუბლიკის“ სახელითაა გახსნილი.
იტალიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანია, სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გენადი გაგულია, ე.წ. საგარეო საქმეთა სამისნისტროს საინფორმაცი განყოფილების უფროსი თენგიზ ტარბა და სხვები.