
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა "სპორტექსპრესთან" საუბარში, "ტვ-ს"-ის ეთერში, ოკუპირებულ აფხაზეთში სტუმრობის დეტალებს იხსენებს.
"იცით, რა ხდება იქ? სულ ხომ ვამბობთ, ძმები ვართო, მაგრამ ამ ძმობას განახლება უნდა... ისინი არ არიან აგრესიულები ჩვენს მიმართ, მსჯელობენ ჩვენთან შერიგებაზეც... მე იქ მეგობარმა მანქანაში ქართული სიმღერები ჩამირთო და ის კაცი აქ რომ ცამოვიდეს, მე არ მაქვს აფხაზური სიმღერები... იცით, ვიტალი დარასელიას საფლავზე ვიტალის ბიძამ მთხოვა, ქართულად ილაპარაკეო... მერე მომასმენინეს ლელა წუწრწუმიას სიმღერა აფხაზურად და მკითხეს, ეს სიმღერა არ გაქვსო? არათუ არ მქონდა მანქანაში, მოსმენილიც კი არ მქონდა, არ ვიცოდი და ახლა ვეუბნები მადლობას ლელას...", - აღნიშნა ზვიად სიჭინავამ.