
ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციულ საზღვართან, მდინარე ენგურის ცენტრალურ ხიდზე ახალგაზრდების ჯგუფმა ანტიოკუპაციური ტრაფარეტები გააკრა.
ონისე გერგედავა და მისი მეგობრები სწორედ იმით არიან ცნობილი, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მაქსიმალურად ახლოს პატრიოტულ ბანერებსა და ტრანსპარანტებს აღმართავენ, მათ რამდენჯერმე ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსი ოკუპანტებისა და სეპარატისტული რეჟიმის მიერ განთავსებული უკანონო ბანერებიც მოიპარეს.
"სოხუმი - ჩემი იერუსალიმი" ქართულად და რუსულ ენაზე დაწერილი: "სოხუმი ნებისმიერ ფასად" - ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას ეს სიტყვებია დატანილი პლაკატზე, რომელიც ენგურის ხიდზე, ოკუპანტებისა და სეპარატისტული რეჟიმის საგუშაგოდან დაახლოებით 200 მეტრშია აღმართული.