
პაატა ზაქარეიშვილი "აიპრესთან" საუბარში ამბობს, რომ რადგან არ არსებობს მფრინავი მატარებელი, შეუძლებელია, გალიდან სამეგრელოში მატარებლები გადმოვიდნენ, იმიტომ რომ არ არსებობს ხიდი, სადაც მათ უნდა გაიარონ.
"და მერე რა ხდება?! თქვენ გაგიგიათ სადმე მფრინავი მატარებელი, წყალქვეშა მატარებელი გინახავთ?! მერე როგორ გადმოვა ეს მატარებელი სამეგრელოში, ხიდი არსებობს?! თავის დროზე ვითომ სოხუმი-ოჩამჩირეს მონაკვეთი აღდგა, მაგრამ არცერთ მატარებელს გაუვლია. როგორც ჩანს, მიმდინარეობს გაწმენდა გალის მიმართულებით.
ვინც კარგად იცის ენგურის მიდამოები, არავითი არსებითი სიახლე არ არის, გარდა იმისა, რომ წმენდენ მონაკვეთს. აშკარად ჩანს, რომ ის ისეთივე მონაკვეთია, როგორიც სოხუმი-ოჩამჩირე. არაფერი ღონისძიებები არ ხორციელებდა მანდ", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.