-
2015-08-23 12:36
"ევროპელი დემოკრატების" ლიდერი პაატა დავითაია "რუსთავი-2"-თან საუბარში აცხადებს, რომ გალი-ოჩამჩირის რკინიგზის მონაკვეთის აღდგენის ტემპის მიხედვით, რუსეთი ან ომისთვის ემზადება, ან საქართველოს ხელისუფლებასთან უკვე არსებობს შეთანხმება რკინიგზის ამ მონაკვეთის აღდგენასთან დაკავშირებით.
„დღეს ვხედავთ, რომ არა სამოქალაქო, არამედ სამხედრო რკინიგზის წარმომადგენლები არიან შემოსულები 500 ჯარისკაცი 30 სპეციალისტი ოჩამჩირიდან ენგურამდე 2008 წლის შემდეგ ამ მონაკვეთზე მატარებელს არ უვლია. 2 მომენტია-ან რკინიგზა საომარი მოქმედებებისთვის დასაწყებად ან პროცოკაციისათვის, ან არის შეთანხმება რკინიგზის აღდგენის შესახებ საქართველოს აფხაზეთსა და რუსეთს შორის,“- აცხადებს პაატა დავითაია.
საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე, გასულ წლებში რუსეთის მსგავს ქმედებებსაც იხსენებს და პროცესებს შორის პარალელებს ავლებს.
„რუსეთმა 2005 წელს დაიწყო სოხუმი-აგერის მიმართულებით რკინიგზის აღდგენა. 2008 წელს, როდესაც საბრძოლო მოქმედებები დაიწყო საქართველოს წინააღდმდეგ რუსეთის ფედერაციამ, ამ მომენტში 2 კვირით ადრე რუსეთის რკინიგზის ჯარები იყო შემოსული დაახლოებით 800 კაცი, რომელმაც უცებ აღადგინა რკინიგზა ენგურის ხიდამდე 2008 წელმა აჩვენა, რომ ეს სამხედრო მძიმე ტექნიკისთვის დასჭირდა,“- ამბობს პაატა დავითაია.