
"ოსინფო" ავრცელებს კადრებს, სადაც აღწერილია, როგორ იღებენ მავთულხლართებს გაღმიდან ოსური მხარის წარმომადგენლები ორჭოსანში, ხურვალეთსა და წითელუბანში მიმდინარე აქციებს საოკუპაციო ზოლთან.
განსაკუთრებული ყურადღება ჟურნალისტთა აქციაზე მახვილდება და ნათქვამია, რომ ის პროვოკაციულ ხასიათს ატარებდა, რა დროსაც ჟურნალისტებმა შეურაცხჰყვეს "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის" სახელმწიფო სიმბოლოები და "ხელთ ეჭირათ შეურაცხმყოფელი შინაარსის" პლაკატები. სიუჟეტში ნათქვამია, რომ ამ ვანდალური აქციის მონაწილეთა ვინაობა დადგენილია და მათ მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.