-
2015-07-17 23:12
სტუდიაში მყოფ პირებს შორის დაპირისპირება მოხდა "რეაქციის" სტუდიაში. დაპირისპირება ორი მოწინააღმდეგე ფრთის წარმომადგენლებს შორის გადალაპარაკებამ გამოიწვია, რის შემდეგაც ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე საწინააღმდეგო ვექტორში გადავიდა სიტუაციის გასარკვევად, რასაც სექტორში მყოფთა წამოშლა მოჰყვა, თუმცა, როგორც ბესო ჩუბინიძემ მოგვიანებით დაწერა, ყველაფერი ხელის ჩამორთმევით დასრულდა.
სწორედ ამ დროს გადაცემის წამყვანმა ინგა გრიგოლიამ ეთერში გაუშვა სიუჟეტი, რომელიც ჩაწერილი იყო ხურვალეთში და სადაც ადგილობრივები ხელისუფლებას სიცრუესა და უყურადღებობაში ადანაშაულებენ.